შინაარსზე გადასვლა

Neo Geo Pocket Color

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Neo Geo Pocket Color
პროდუქტის ოჯახი Neo Geo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 16 მარტი, 1999
ჩრდ.ამ. 6 აგვისტო, 1999
ევრ 1 ოქტომბერი, 1999[1]
თავდაპირველი ფასი 69.95 აშშ დოლარი
შეწყდა ჩრდ.ამ. 13 ივნისი, 2000
ევრ 13 ივნისი, 2000
იაპ 2001
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 2 Aa-ბატარეები
მეხსიერება 12 KiB RAM 900H; KiB RAM Z80, 64; KiB ROM
უკუთავსებადობა Neo Geo Pocket
წინა Neo Geo Pocket
შემდეგი Neo Geo X

Neo Geo Pocket Color (იაპონ. ネオジオポケットカラー ნეო ჯიო პოკეტო კარა?) — მეექვსე თაობის 16-ბიტიანი ფერადი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია SNK-ის მიერ 1999 წლის 16 მარტს იაპონიაში, 6 აგვისტოს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1 ოქტომბერს ევროპაში. იგი არის SNK-ის მონოქრომული პორტატიული კონსოლის Neo Geo Pocket-ის მემკვიდრე, გამოსული 1998 წელს. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy Color-სა და Bandai-ს WonderSwan-ს.

გამოსვლისთანავე, მასზე ხელმისაწვდომი იყო 14 თამაში, რაც დღემდე ითვლება აბსოლუტურ რეკორდად.[1] საერთო ჯამში კონსოლისთვის შეიქმნა 82 თამაში, რომელთა უმეტესობა თავად SNK-მ აწარმოა, მათ შორის „Fatal Fury“, „Metal Slug“ და „The King of Fighters“.[2] ასევე მასზე თამაშები შექმნეს რამდენიმე მსხვილმა მესამე მხარის დეველოპერმა.

დასაწყისში Neo Geo Pocket Color-ის გაყიდვები დამაჯერებლად მიმდინარეობდა აშშ-სა და იაპონიაში, თუმცა SNK-ის მხრიდან კონსოლის არასაკმარისმა მხარდაჭერამ აშშ-ში[3] და ამერიკელი მესამე მხარის დეველოპერებთან ნაკლებმა კომუნიკაციამ,[4] რასაც თან ერთვოდა Nintendo-ს „Pokémon“-ის ფრენჩაიზის პოპულარობა და Bandai-ს WonderSwan-ის მხრიდან ძლიერი კონკურენცია იაპონიაში, ისევე როგორც ახალი სისტემის Game Boy Advance-ის გამოსვლის მოლოდინი,[5] განაპირობა მისი გაყიდვების საგრძნობი კლება ამ ორ რეგიონში.[6]

ამ პერიოდში SNK ფინანსურად მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 2000 წლის იანვარში SNK შეიძინა პაჩინკოს მწარმოებელმა კომპანიამ Aruze.[6] თუმცა, Aruze-ის მხრიდან SNK-ს ვიდეო თამაშების ბიზნესის მხარდაჭერა არასაკმარისი აღმოჩნდა, შედეგად SNK-ს დამფუძნებელმა და სხვა რამდენიმე თანამშრომელმა დატოვეს იგი და დაარსეს კომპანია BrezzaSoft.[6][7] 2000 წლის 13 ივნისს Aruze-მა გადაწყვიტა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრების დატოვება, რაც ნიშნავდა SNK-ის ოპერაციებისა და კერძოდ, Neo Geo-ს მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების შეჩერებას მთელს მსოფლიოში.[6]

The Neo Geo Pocket Color-ის (SNK/Neo Geo-ს პროდუქტები და სხვა) წარმოება იაპონიაში მიმდინარეობდა 2001 წლამდე. Neo Geo Pocket Color იქცა SNK-ის უკანასკნელ ვიდეო თამაშების კონსოლად. 2001 წლის 30 ოქტომბერს კომპანია გაკოტრდა.[6][8][9]

წარუმატებლობის მიუხედავად, იგი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო პორტატიულ სისტემად ვიდეო თამაშების ისტორიაში. მასზე გამოვიდა ბევრი განთქმული თამაში, მათ შორის „SNK vs. Capcom: The Match of the Millennium“, „King of Fighters R-2“ და სხვა.[5] კრიტიკოსრბმა შეაქეს არკადული ტიპის მოქნილი ჯოისტიკი და ბატარეის ეფექტიანობა, რომელსაც შეეძლო 40 საათი დატვირთულ რეჟიმში მუშაობა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Neo Geo Pocket Color. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 თებერვალი, 2000.
  2. (2016) Videgame Hardware Handbook Vol. 1. United Kingdom: Imagine Publishing, გვ. 252-253. ISBN 978-1906078447. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2020. 
  3. The end of an era: a cruel look at what we missed: Part 2 (ივნისი, 2000).
  4. NeoGeo Pocket Color Feature. ციტირების თარიღი: October 9, 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 Neo Geo Pocket Color 101, A beginner's guide.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The History of SNK.
  7. http://www.mobygames.com/company/snk-corporation/history დაარქივებული 2016-03-20 საიტზე Wayback Machine. History for SNK Corporation
  8. SNK Waves Goodbye en. IGN (October 30, 2001). ციტირების თარიღი: June 30, 2023.
  9. Declared bankruptcy to SNK, abolished civil rehabilitation proceedings ja. ITmedia (November 2, 2001). ციტირების თარიღი: June 30, 2023.